იხილეთ ჩვენი ახალი საიტი
INDIGO - აზიის გიგანტი ავიაკომპანია!

INDIGO - აზიის გიგანტი ავიაკომპანია!

გლობალურ ავიაბაზარზე სიახლეებისა და ინტეგრაციის ტემპი არასდროს ნელდება. თუმცა, არსებობს სიახლეები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ბაზარზე ოპერირებადი მომხმარებლებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი სიახლეა:

აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია INDIGO - ქართულ ავიაციაში ახალ ეტაპს იწყებს.

🇮🇳პირდაპირი რეისი მუმბაიდან თბილისში: კვირაში 3-ჯერ.

2 აგვისტოდან, INDIGO დაიწყებს პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს მუმბაი-თბილისის მიმართულებით - კვირაში სამჯერ. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ინდურ და ქართულ ტურიზმს შორის ახალი კარის გაღებას, არამედ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.

ვინ არის INDIGO?!

INDIGO არის ინდოეთის წამყვანი ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს ასობით შიდა და საერთაშორისო მიმართულებით.

1. დაარსდა 2006 წელს;

2. ფლობს ერთ-ერთ უმსხვილეს საჰაერო ფლოტს აზიაში;

3. ყოველწლიურად ემსახურება ათეულობით მილიონ მგზავრს;

4. ცნობილია ზუსტი რეისებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და თანამედროვე მომსახურებით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?!

ტურიზმის ზრდის პოტენციალი: ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ბაზარია და პირდაპირი რეისი თბილისს ახალ ტურისტულ ნაკადებთან აკავშირებს.

გაფართოებული საჰაერო სატვირთო ქსელი:

სფეის კარგოსა და ინდოეთის ბაზარზე მოქმედი პარტნიორები შეძლებენ ტვირთების გაცილებით ოპერატიულად და სტაბილურად ტრანსპორტირებას.

ბიზნესის გამარტივება: პირდაპირი რეისები ამარტივებს ბიზნეს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის.

სფეის კარგო მუდმივად აკვირდება გლობალურ საჰაერო ბაზარს და მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მაქსიმალურად ოპტიმალური ტრანსპორტირების სერვისი.

INDIGO-ს ახალი რეისები საქართველოსკენ - ეს არა მხოლოდ ახალი ავიამიმართულებაა, არამედ სანდოობის, კომფორტის და საერთაშორისო სტანდარტების კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი მომხმარებლისთვის.

დამატებით დეტალებზე დაგვიკავშირდით და მოგაწვდით ყველა საჭირო დეტალს:

ops@spacecargo.ge

sales@spacecargo.ge

ჩვენი პარტნიორები