იხილეთ ჩვენი ახალი საიტი
რისი ტრანსპორტირება იკრძალება
											ამანათები ჩინეთიდან

რისი ტრანსპორტირება იკრძალება

მომხმარებლების მიერ ერთ-ერთი ხველაზე ხშირად დასმული კითხვაა - რომელი ნივთების ტრანსპორტირება იკრძალება კონკრეტული ქვეყნებიდან?!

გიზიარებთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალს ქვეყნების მიხედვით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალული ნივთები შეჩერდება საბაჟოზე და მათი საქართველომდე ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება. კომპანია აკრძალული ნივთების შეჩერება/შიდა გადამისამართებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

საქართველოს კანონმდებლობით,აკრძალულია საფოსტო გზავნილის სახით სახით ჩამოთვლილი ნივთების იმპორტი საქართველოში:

  • რეალურიფული, მონეტები ან ბანკნოტები;
  • საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
  • საკვები პროდუქცია;
  • ფეთქებადი, აალებადი და სხვა სახიფათო ნივთიერებები;
  • მიწა და ნერგები მიწით;
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  • ცოცხალი ცხოველები (ფრინველები, თევზები, მღრღნელები, მწერები და ა.შ.)
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • წამლები ;
  • მცენარეების თესლები;

გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთებისა, მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები გამომგზავნი ქვეყნების და ავიახაზების რეგულაციების შესაბამისად. ქვემოთ წარმოდგენილია ქვეყნების მიხედვით აკრძალული ნივთების ჩამონათვალი:

ჩინეთი:

  • აირბაგები;
  • იარაღები (ასევე დანები, იარაღის ნაწილები და სხვა ბასრი საგნები);
  • მაგნიტები;
  • სანთებელები (მათ შორის ელექტრო სანთებელები)
  • ფხვნილები, მათ შორის დაპრესილი ფხვნილები;
  • სათამაშო იარაღები;
  • ელექტრო სიგარეტები;
  • აკუმულატორები და ცალკე მყოფი ელემენტები (მათ შორის Power Bank-ები; დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შედის IATA-ს სახიფათო ტვირთების კატეგორიაში);
  • სითხეები;
  • მცენარეები;
  • ფეთქებადსაშიში, აალებადი და წნევის ქვეშ მყოფი შეფუთვის მქონე პროდუქცია, მათ შორის: სპრეები, პულვერიზატორები, დეზოდორები, აეროზოლები და სუნამოები;

ამერიკა

  • ფეთქებადსაშიში, აალებადი და წნევის ქვეშ მყოფი შეფუთვის მქონე პროდუქცია;

დიდიბრიტანეთი

  • ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია (მაგალითად: სპრეი, პულვერიზატორი, დეზოდორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი, აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქცია).

ელემენტის შემცველი პროდუქციის ტრანსპორტირება განხორციელდება თვეში ერთხელ.

თურქეთი

  • აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები (მაგალითად: სანთებელადამსგავსიპროდუქცია);
  • სითხისშემცველიამანათები;
  • იარაღები, მათინაწილებიდააქსესუარები;
  • ყალბიანარალიცენზირებულიპარფიუმერია;


საბერძნეთი

  • აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები (მაგალითად: სანთებელა და მსგავსი პროდუქცია);
  • სითხის შემცველი ამანათები;
  • იარაღები, მათი ნაწილები და აქსესუარები;
  • ყალბი ან არალიცენზირებული პარფიუმერია;

დუბაი

  • დეოდორანტები;
  • წნევის ქვეშ მყოფი ამანათები (მაგალითად: ამორტიზატორი, აირბაგი და ა.შ.);
  • ელემენტები, ელემენტების და აკუმულატორების შემცველი პროდუქცია (მათ შორის Power Bank);
  • ყველა სახის სითხე (მაგალითად: ლოსიონი, შამპუნი, პარფიუმერია, სუნამოები და ა.შ.);

ჩვენი პარტნიორები