იხილეთ ჩვენი ახალი საიტი
მოცვის სეზონი - ექსპორტი დაწყებულია!

მოცვის სეზონი - ექსპორტი დაწყებულია!

მოცვის სეზონი დაიწყო — Space Cargo საქართველოს ექსპორტს მხარს აქტიურად უჭერს.

მოცვის სეზონის დაწყებასთან ერთად, Space Cargo სრულად ჩართულია ქართული პროდუქტის გლობალურ ბაზრებზე გატანის პროცესში.

ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ ქართული ლურჯი მოცვის მსოფლიოს არაერთ ბაზარზე მოსახვედრად.

სად გადის ქართული მოცვი?!

ლურჯი მოცვი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა:

🇩🇪 გერმანია

🇵🇱 პოლონეთი

🇦🇪 არაბთა გაერთიანებული საამიროები

🇦🇲 სომხეთი

🇳🇱 ნიდერლანდები

🇹🇷 თურქეთი

და სხვა მრავალი ქვეყანა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე Space Cargo-მ 120 ტონა ლურჯი მოცვი გადაზიდა ბაჰრეინის, დუბაის, საუდის არაბეთის, ქუვეითის, კატარის, სინგაპურის და ჩინეთის მიმართულებით.

სახელმწიფო მხარდაჭერა და ზრდის ტენდენცია:

ლურჯი მოცვის სექტორს სახელმწიფოც აქტიურად უჭერს მხარს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამის — „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში 2,836 ჰა მოცვის ბაღი გაშენდა, რისთვისაც ჯამში 53.5 მლნ ლარის თანადაფინანსება გამოიყო.

🔍 Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით:

• 2023 წელს საქართველოში მოცვის მოსავალი 4 მლნ კგ-ს შეადგენდა.

• 2027 წლისთვის მოსავლის 25 მლნ კგ-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

• მოცვის ბაღების ყველაზე დიდი რაოდენობა გაშენებულია სამეგრელოში, სადაც ჯამური ფართობის ნახევარი მოდის.

ქართული მოცვი მსოფლიო ბაზარზე:

ქართული ლურჯი მოცვი უკვე დამკვიდრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა:

🌍 დუბაი

🌍 ბაჰრეინი

🌍 ქუვეითი

🌍 დოჰა

🌍 ჰონგ კონგი

🌍 იორდანია

და ეს მხოლოდ დასაწყისია — წინ უამრავი ქალაქი, ქვეყანა და შესაძლებლობა გველის!

გესაჭიროებათ ექსპორტი?

თუ გეგმავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს —

Space Cargo თქვენი სანდო და გამოცდილი პარტნიორია!

📩 მოგვწერეთ: sales@spacecargo.ge

📞 დაგვირეკეთ: ‪+995 (032) 2 12 09 90‬

🎯 აირჩიე Space Cargo — ბიზნესის წარმატებისთვის!

✈ ერთად ვმუშაობთ ქართული პროდუქტის გლობალურ წარმატებაზე!

ჩვენი პარტნიორები