22
ოქტომბერი
11.11 - ჩინეთის უდიდესი საშოპინგო დღესასწაული
ისტორია 11.11-ის უკან, თუ როგორ გადაიქცა „მარტოხელა ადამიანთა დღე“ მსოფლიოს უდიდეს საშოპინგო დღესასწაულად.
ერთ დროს კარგად ცნობილი „მარტოხელათა დღე“, რომელიც აღინიშნება 11 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა ჩინეთში, როგორც ანტი-ვალენტინობის აღსანიშნავ დღეს.
ამ დღეს მარტოხელა ადამიანები საკუთარ თავებს სხვადასხვა სახის და დიდი რაოდენობით საჩუქრებს ჩუქნიდნენ. სათაურში ვხვდებით ოთხ ცალ 1-იანს, რომელიც თავისთავში მორტოხელა ადამიანს გამოხატავს. 2009 წელს კი ჩინურმა სავაჭრო მარკეტმა ალიბაბამ ეს დღე მსოფლიოში უდიდეს საშოპინგო დღესასწაულად აქცია.
როგორ დაიწყო ყველაფერი?!
1993 წელს ჩინეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხუმრობით დაიწყეს „მარტოხელათა დღის“ აღნიშვნა, თუმცა 2009 წელს ალიბაბამ გადაწყვიტა ამ დღეს თავისი მომხმარებლებისთვის უდიდესი ფასდაკლებები შეეთავაზებინა, სწორედ ამ წელს, 11.11-ის პერიოდში ალიბაბას გაყიდვები 7.8 მილიონით გაიზარდა, ხოლო 2020 წელს ალიბაბამ თავისი ყველა დროის რეკორდი მოხსნა, 24 საათში კომპანიის გაყიდვები 74 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
რა ხდება 11.11-ის დროს?!
11.11 მხოლოდ ჩინური დღესასწაული როდია, ეს დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
ჩამონათვალი რამდენიმე ონლაინ მაღაზიისა, სადაც შეხვდებით მიმდინარე ფასდაკლებებს:
1. Alibaba & Tmall - ამ დღის წამყვანი ონლაინ სავაჭრო მარკეტები.
2. AliExpress - უდიდესი არჩევანი და ბიუჯეტური პროდუქტები.
3. Taobao - ეს მაღაზია ცნობილია მრავალი სახის პროდუქტზე დაბალი ფასებითა და ბრენდების სიმრავლით, როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო.
4. JD - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩინური კომერციული მარკეტი. გამორჩეული თავისი ფართო არჩევნით სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობებში.
5.Pinduoduo - ყველაზე დაბალბიუჯეტური და პოპულალური ჩინური ონლაინ პლათფორმა.
რა მოლოდინები უნდა გქონდეთ?!
11.11-ის პერიოდში უნდა ელოდოთ 90%მდე ფასდაკლებებს უამრავი სახის პროდუქციაზე.
იშოპინგეთ ონლაინ, გამოიწერეთ ამანათები ჩინური ონლაინ საიტებიდან და მიიღეთ 3-8 სამუშაო დღეში.
უფასო რეგისტრქციასა და მისამართის დამატებაში Space Cargo დაგეხმარებათ.



