01
მაისი
ქართული სატაცური - გზად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
2025 წლის სეზონი ოფიციალურად დაიწყო და ქართული ბუნების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნობათი უკვე საერთაშორისო ასპარეზზეა.
მაისის თვეში Space Cargo-ს გამოცდილი გუნდი რეგულარულად ახორციელებს ქართული სატაცურის ექსპორტს მზის ქვეშ გაბრწყინებულ არაბეთის მიწაზე.
ცოტა რამ სატაცურის შესახებ:
სატაცური საკმაოდ ძველი და საინტერესო ბოსტნეულია, რომელიც მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები და შუმერები მოიხმარდნენ. ამ მცენარის 200-მდე სახეობა არსებობს და საქართველოში კი 3 სახეობა გვხვდება.
ყველაზე გავრცელებულია სამკურნალო სატაცური (Asparagus officinalis), რომელიც მოჰყავთ, როგორც ბოსტნის კულტურა და საკვებად გამოიყენებენ მის ქორფა, წვნიან ყლორტებს. სატაცურის ფესვები და ყლორტები, ალკალოიდ ასპრაგინის წყალობით, სამკურნალო საშუალებაა.
სატაცური (Asparagus officinalis) - ჩვენი მიწის სამკურნალო საგანძურია!
ალკალოიდ ასპრაგინის წყალობით, მისი ფესვები და ყლორტები უძვირფასესი ენერგიის წყაროა.
რას გთავაზობთ Space Cargo-ში?!
✅ სრული სატერმინალო და საბროკერო მხარდაჭერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სატვირთო ტერმინალში;
✅ მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით;
✅ 24/7 მონიტორინგი - სატვირთო ტერმინალიდან დანიშნულების აეროპორტამდე.
ქართული პროდუქტი - საქართველოს სახელი მსოფლიოში!