13
მაისი
სფეის კარგო ინდიგო ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენელია!
სფეის კარგო ინდიგო ავიახაზების ოფიციალური წარმომადგენელია!
IndiGo Airlines - აზიის უმსხვილესი ავიაკომპანიაა და უკვე 17 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.
ინდიგო ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც ამჟამად ფრენებს 140-მდე მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი მიმართულებაა, დანარჩენი კი – საერთაშორისოა.
სფეის კარგოს მეშვეობით პირდაპირი და ყოველდღიური ფრენები წარმატებით ხორციელდება. დასაშვებია მალფუჭებადი ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაც, როგორიცაა: ღვინო, ხილი და სხვადასხვა სახის პროდუქტები.
ინდიგოს ავიახაზების ისტორიული მარშრუტი (დელი-თბილისი-დელი) ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების საშუალებას იძლევა. აღნიშნულ მიმართულებაზე თქვენთვის კონკრეტული ტარიფების შემოთავაზება შეგვიძლია, რაც ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის თანამშრომლობის პროცესს.
ავიარეისები რეგულალურად სრულდება, შესაბამისად, საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქტიურად მიმდინარეობს!