16
ივნისი
რისი ტრანსპორტირება იკრძალება
მომხმარებლების მიერ ერთ-ერთი ხველაზე ხშირად დასმული კითხვაა - რომელი ნივთების ტრანსპორტირება იკრძალება კონკრეტული ქვეყნებიდან?!
გიზიარებთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალს ქვეყნების მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალული ნივთები შეჩერდება საბაჟოზე და მათი საქართველომდე ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება. კომპანია აკრძალული ნივთების შეჩერება/შიდა გადამისამართებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
საქართველოს კანონმდებლობით,აკრძალულია საფოსტო გზავნილის სახით სახით ჩამოთვლილი ნივთების იმპორტი საქართველოში:
- რეალურიფული, მონეტები ან ბანკნოტები;
- საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
- საკვები პროდუქცია;
- ფეთქებადი, აალებადი და სხვა სახიფათო ნივთიერებები;
- მიწა და ნერგები მიწით;
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
- ცოცხალი ცხოველები (ფრინველები, თევზები, მღრღნელები, მწერები და ა.შ.)
- ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
- ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
- ფსიქოტროპული ნივთიერებები;
- წამლები ;
- მცენარეების თესლები;
გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთებისა, მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები გამომგზავნი ქვეყნების და ავიახაზების რეგულაციების შესაბამისად. ქვემოთ წარმოდგენილია ქვეყნების მიხედვით აკრძალული ნივთების ჩამონათვალი:
ჩინეთი:
- აირბაგები;
- იარაღები (ასევე დანები, იარაღის ნაწილები და სხვა ბასრი საგნები);
- მაგნიტები;
- სანთებელები (მათ შორის ელექტრო სანთებელები)
- ფხვნილები, მათ შორის დაპრესილი ფხვნილები;
- სათამაშო იარაღები;
- ელექტრო სიგარეტები;
- აკუმულატორები და ცალკე მყოფი ელემენტები (მათ შორის Power Bank-ები; დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შედის IATA-ს სახიფათო ტვირთების კატეგორიაში);
- სითხეები;
- მცენარეები;
- ფეთქებადსაშიში, აალებადი და წნევის ქვეშ მყოფი შეფუთვის მქონე პროდუქცია, მათ შორის: სპრეები, პულვერიზატორები, დეზოდორები, აეროზოლები და სუნამოები;
ამერიკა
- ფეთქებადსაშიში, აალებადი და წნევის ქვეშ მყოფი შეფუთვის მქონე პროდუქცია;
დიდიბრიტანეთი
- ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია (მაგალითად: სპრეი, პულვერიზატორი, დეზოდორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი, აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქცია).
ელემენტის შემცველი პროდუქციის ტრანსპორტირება განხორციელდება თვეში ერთხელ.
თურქეთი
- აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები (მაგალითად: სანთებელადამსგავსიპროდუქცია);
- სითხისშემცველიამანათები;
- იარაღები, მათინაწილებიდააქსესუარები;
- ყალბიანარალიცენზირებულიპარფიუმერია;
საბერძნეთი
- აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები (მაგალითად: სანთებელა და მსგავსი პროდუქცია);
- სითხის შემცველი ამანათები;
- იარაღები, მათი ნაწილები და აქსესუარები;
- ყალბი ან არალიცენზირებული პარფიუმერია;
დუბაი
- დეოდორანტები;
- წნევის ქვეშ მყოფი ამანათები (მაგალითად: ამორტიზატორი, აირბაგი და ა.შ.);
- ელემენტები, ელემენტების და აკუმულატორების შემცველი პროდუქცია (მათ შორის Power Bank);
- ყველა სახის სითხე (მაგალითად: ლოსიონი, შამპუნი, პარფიუმერია, სუნამოები და ა.შ.);



